ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 82-მდე გაიზარდა

01:55, 06.08.2018

ინდონეზიაში, კუნძულ ლომბოკზე 7-ბალიანი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 82-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

სამძებრო და სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სტიქიის ეპიცენტრი ლომბოკის ჩრდილოეთ სანაპიროსთან, დედამიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

მიწისძვრის შემდეგ გაავრცელეს გაფრთხილება მოსალოდნელი ცუნამის (ზვირთცემის) შესახებ, თუმცა მოგვიანებით გაფრთხილება გაუქმდა.

მსგავსი