ინდონეზიის სანაპიროსთან მიწისძვრა მოხდა
ინდონეზიის სანაპიროსთან მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიის სანაპიროსთან 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ინდონეზიის ქალაქ ტობელოს ჩრდილო-დასავლეთით, 154 კილომეტრში იყო. ნგრევისა და ცუნამის წარმოქმნის საშიშროების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ინდონეზია სეისმურად აქტიურ ზონაში, ე.წ. ცეცხლის რკალზე მდებარეობს, სადაც ძლიერი მიწისძვრები ხშირად ხდება.