ინდონეზიაში ეკლესიაზე თავდასხმას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა
ინდონეზიაში ეკლესიაზე თავდასხმას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში თვითმკვლელი თავდამსხმელები ქრისტიანულ ეკლესიებში შეიჭრნენ. დაიღუპა სულ მცირე 6 ადამიანი, 35 დაჭრილია. თავდასხმა ქალაქ სურაბაიაში, სამ ეკლესიაში მოხდა.

ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოაწყვეს. მათივე თქმით, მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. ამჟამად ჰოსპიტალში 35 ადამიანია გადაყვანილი.

თავდასხმის ადგილზე მყოფი პოლიციელების ინფორმაციით, სამართალდამცავები ერთ-ერთ ეკლესიაში ჯერ შესვლას ვერ ახერხებენ. ეკლესია ცეცხლის ალშია გახვეული. მიმდებარე ტერიტორია პოლიციას აქვს ბლოკირებული.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. პოლიციამ სურაბაიაში ყველა ეკლესია დროებით დახურა. ქალაქში დაგეგმილი ფესტივალი გაუქმდა.