ინდოეთი მთვარეზე ხომალდის დასმას 2020 წელსაც შეეცდება
ინდოეთი მთვარეზე ხომალდის დასმას 2020 წელსაც შეეცდება

შარშანდელი წარუმატებლობის შემდეგ, ინდოეთი მთვარეზე უპილოტო მისიის გაგზავნას 2020 წელსაც გეგმავს. ამის შესახებ ინდოეთის კოსმოსური პროგრამის ხელმძღვანელი იუწყება.

ინდოეთის კოსმოსური კვლევების ორგანიზაციის თავმჯდომარის, კაილასავადივო სივანის განცხადებით, შეუფერხებელი მუშაობა მიმდინარეობს მისია „ჩანდრაიაან-3“-ზე, რომელმაც მთვარის ზედაპირზე მავალი უნდა დასვას.

ინდოეთი გეგმავს გახდეს მსოფლიოში მეოთხე ქვეყანა რუსეთის, აშშ-ისა და ჩინეთის შემდეგ, რომელიც მთვარის ზედაპირზე მისიას დასვამს და კოსმოსურ ხელისუფალთა სიაში ჩაეწერება.

ინდოეთის მოდული „ჩანდრაიაან-2“ სექტემბერში მთვარეზე დაეშვა, მაგრამ წარუმატებლად — ზედაპირს შეასკდა.

სივანის განცხადებით, ახალი პროპულსიური მოდულის, ლენდერისა და მავალის ღირებულება 35 მილიონი აშშ დოლარი იქნება, მაგრამ გაცილებით ძვირი დაჯდება გაშვება.

მისივე თქმით, ინდოეთმა უკვე შეარჩია ოთხი ასტრონავტი, რომლებსაც 2022 წელს დედამიწის ორბიტაზე, პილოტირებულ მისიაში გაუშვებს.