იმერეთის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება
იმერეთის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება

ქუთაისის შემდეგ ექიმების ვაქცინაცია იმერეთის მუნიციპალიტეტებში გრძელდება.

დღეს პროცესს წყალტუბო, სამტრედია, თერჯოლა, ზესტაფონი, ჭიათურა და საჩხერე შეუერთდა.

ხვალიდან კი კიდევ ხუთ მუნიციპალიტეტში დაიწყება აცრის პროცესი. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით ამ დროისთვის ქუთაისში 80 ექიმია აცრილი. გიორგიძე მედიკოსებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.

იმერეთში 15 ვაქცინაციის პუნქტია. სულ შემოტანილია „ასტრაზენეკას“ 5 500 დოზა.