ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში არსებულ პოლიტიკაზე იმსჯელებენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში არსებულ პოლიტიკაზე იმსჯელებენ

ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე დღეს ევროპული გაერთიანების ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელები შეიკრიბებიან. შეკრებილ დელეგაციას ხორვატიის საგარეო და ევროპული საკითხების მინისტრი – გორდან გრლიჩ რადმანი უხელმძღვანელებს.

ლუქსემბურგში გასამართ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა საკითხებთან ერთად, დღის წესრიგით განიხილავენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში არსებულ პოლიტიკას.

საგარეო უწყებების ხელმძღვანელები იმსჯელებენ ევროკავშირის ურთიერთობებზე „აღმოსავლეთ პარტნიორობასთან“ დაკავშირებით. კერძოდ, როგორ დაუახლოვდნენ ამ პროგრამაში შემავალი ქვეყნები ევროპულ გაერთიანებას ეკონომიკურად და პოლიტიკურად.

დისკუსია მიეძღვნება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტრებისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მომზადების პროცესებს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ევროკავშირის თანამშრომლობის პროგრამაა, რომელშიც გაერთიანებულია საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი.