იბრაჰიმოვიჩმა აპრილის შემდეგ პირველად გაიტანა, მაგრამ "მანჩესტერმა" წააგო
ინგლისის ლიგის თასის გათამაშებაზე დარჩენილი ორი მეოთხედფინალი გაიმართა და ყველა ნახევარფინალისტი გარკვეულია.
სენსაციურად დასრულდა შეხვედრა ბრისტოლში, სადაც ადგილობრივმა კლუბმა “მანჩესტერ იუნაიტედს” მოუგო – 2:1. მასპინძლებმა ჯო ბრაიანის გოლით მეორე ტაიმის დებიუტში გახსნეს ანგარიში, მაგრამ შვიდ წუთში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაათანაბრა. ეს შვედი ფორვარდის პირველი გოლი იყო 9 აპრილის შემდეგ.
ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, როცა 93-ე წუთზე კორი სმიტმა “ბრისტოლს” გამარჯვება მოუტანა – 2:1. ეს გუნდი ინგლისის ჩემპიონშიფში თამაშობს დ შესაბამისად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ქვედა დივიზიონის გუნდთან თავის კარიერაში მეორედ დამარცხდა. პირველად ეს 2014-15 წლების სეზონში “ბრედფორდის” წინააღმდეგ ინგლისის თასის გათამაშებაში მოხდა.
“ბრისტოლმა” ინგლისის ლიგის თასზე პრემიერლიგიდან ზედიზედ ოთხი მეტოქე დაამარცხა.
კიდევ ერთ მეოთხედფინალში “ჩელსიმ” ასევე 2:1 მოუგო შინ “ბორნმუთს“. ლონდონელები ვილიანის გოლით იგებდნენ, 90-ე წუთზე სტუმრებმა დენ გოსლინგის გოლით გაათანაბრეს, მაგრამ უკვე მომდევნო შეტევაში ალვარო მორატამ “ჩელსის” გამარჯვება მოუტანა – 2:1.
უკვე გაიმართა ნახევარფინალის წილისყრა და გუნდები ასე დაწყვილდნენ:
“ჩელსი”-“არსენალი”
“მანჩესტერ სიტი”-“ბრისტოლი“.
პირველი მატჩები 8 იანვარს გაიმართება, განმეორებითი – 22 იანვარს.