ზლატან იბრაჰიმოვიჩი – არ მგონია, რომ ამ სეზონის შემდეგ კარიერას დავასრულებ #1TVSPORT

13:41, 02.06.2023

„მილანის“ 41 წლის ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კომენტარი გაუკეთა ჭორებს „მონცას“ მხრიდან ინტერესის შესახებ.

„მონცაში“ მითხრეს, რომ ჩემი კონტრაქტი მზად არის. მაგრამ მე „მილანის“ ფეხბურთელი ვარ და ვამაყობ ამით.

არ ვფიქრობ, რომ ამ სეზონის შემდეგ დავასრულებ კარიერას. მაგრამ კარგი ბალანსი უნდა ვიპოვნო“, – მოჰყავს იბრაჰიმოვიჩის სიტყვები იტალიელ ჟურნალისტს ფაბრიციო რომანოს.

მსგავსი