იბრაჰიმოვიჩი - თუ მოვინდომებ, მუნდიალზე ვიქნები
იბრაჰიმოვიჩი - თუ მოვინდომებ, მუნდიალზე ვიქნები

„ლოს ანჯელეს გელაქსის“ ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა აღნიშნა, რომ შვედეთის ნაკრებში დაბრუნება შეუძლია. უფრო ადრე, შვედების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა განაცხადა, რომ ლეგენდარულ თავდამსხმელს შეუძლია, დაურეკოს, თუ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე თამაში უნდა.

„მათ შეუძლიათ იმსჯელონ ერთმანეთში – უნდა ვიყო თუ არა მე მსოფლიოს ჩემპიონატზე. ისინი ამბობენ, რომ კარგი გუნდი ჰყავთ, მაგრამ, ჯერჯერობით, რატომღაც არაფერი მოუგიათ. მე კი ვიცი, როგორ უნდა მოგება. როგორც უკვე ვთქვი, არავისთან დარეკვა არ მჭირდება. რაც არ უნდა ილაპარაკონ, თუ მოვინდომებ, ვიქნები მსოფლიოს ჩემპიონატზე“, – აცხადებს იბრაჰიმოვიჩი სააგენტო AFP-სთან.

​რამდენიმე დღის წინ, ზლატან იბრაჰიმიოვიჩმა კლუბი გამოიცვალა – “მანჩესტერ იუნაიტედიდან” “ლოს ანჯელეს გელაქსიში” გადავიდა.