იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ რუისთან ავარიისას დაშავებულ მოზარდს მესამე ჯგუფის რეზუს დადებითი სისხლი სჭირდება
სოფელ რუისთან ავარიაში დაშავებულ მოზარდს ამ წუთებში იაშვილის კლინიკაში ოპერაცია უტარდება.
კლინიკაში ამბობენ, რომ 12 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა და მას სასწრაფოდ სჭირდება მესამე ჯგუფის რეზუს დადებითი სისხლი. კლინიკა დონორობის მსურველებს სთხოვს, რომ მოზარდის დასახმარებლად სისხლის ბანკს მიაკითხონ მისამართზე – ლუბლიანას ქუჩა 2/6, სისხლის ბანკი, მ. იაშვილის კლინიკის მიმდებარე ტერიტორია, ან დარეკონ ნომრებზე: 0322540409; 599559691.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რუისთან სამი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. დაღუპულია ერთი ქალი და ორი მცირეწლოვანი. დაღუპულები და დაშავებულები სომხეთის მოქალაქეები არიან.
დაშავებულები გორისა და თბილისის კლინიკებში არიან მოთავსებული.