ზუგდიდის ინფექციური კლინიკიდან ერთი მცირეწლოვანი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს
ზუგდიდის ინფექციური კლინიკიდან ერთი მცირეწლოვანი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს

ზუგდიდის ინფექციური კლინიკიდან ერთი მცირეწლოვანი შემდგომი მკურნალობის მიზნით თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

ორი არასრულწლოვანი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოდან პირველ აპრილს შეიყვანეს. 2017 და 2018 წელს დაბადებული ბავშვები ერთი ოჯახის წევრები არიან.

მცირეწლოვან პაციენტებს ახალ კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდათ, თუმცა პასუხი უარყოფითია. მათ „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდათ. ერთი მცირეწლოვანი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობას განაგრძობს.