იაპონია-ევროკავშირის სამიტი შესაძლოა, იაპონიის წყალდიდობის გამო გადაიდოს
იაპონია-ევროკავშირის სამიტი შესაძლოა, იაპონიის  წყალდიდობის გამო გადაიდოს

ბრიუსელში, 11 ივლისს დაგეგემილი იაპონია-ევროკავშირის სამიტი შესაძლოა, იაპონიაში მომხდარი წყალდიდობის გამო გადაიდოს.

ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის, დაგეგმილი შეხვედრა იაპონიაში სტიქიის შედეგად გამოწვეული მასშტაბური ნგრევისა და მსხვერპლის გამო გადადოს. სამიტი შესაძლოა, მომავალ კვირას ტოკიოში გაიმართოს.

„ტრაგიკული გარემოებების გათვალისწინებით, მზად ვართ, იაპონია-ევროკავშირის სამიტი მომავალ კვირას ბრიუსელიდან ტოკიოში გადავიტანოთ“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა იაპონიის ხელისუფლებას მიუსამძიმრა.

ბოლო მონაცემებით, დასავლეთ იაპონიაში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 80-მდე პირი დაკარგულად ითვლება.