იენს სტოლტენბერგი - ერთად ვიმუშავებთ, რომ საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მოვამზადოთ
იენს სტოლტენბერგი - ერთად ვიმუშავებთ, რომ საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მოვამზადოთ

შევთანხმდით, ერთად ვიმუშავებთ, რომ საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მოვამზადოთ,  – ამის შესახებ ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში პრესკონფერენციაზე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

ბრიუსელის სამიტის ფარგლებში დღეს, ნატო-საქართველო-უკრაინის სამმხრივი შეხვედრა შედგა.

„ჩვენ დღეს ასევე შევხვდით საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს. ერთად ვიმსჯელეთ საერთო გამოწვევებზე, მათ შორის საფრთხეზე, რომელსაც რუსეთი უქმნის ამ ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. დღეს ჩვენ შევთანხმდით, ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მოვამზადოთ. ჩვენ ვაღიარებთ რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და ვაფასებთ ავღანეთის ოპერაციაში საქართველოს კონტრიბუციას“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა.

უმაღლეს დონეზე ნატო-საქართველო-უკრაინის ​სამმხრივი შეხვედრა დღეს პირველად გაიმართა.