ბრიუსელში დონალდ ტრამპის საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართება
ბრიუსელში დონალდ ტრამპის საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართება

ბრიუსელში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართება. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ბრიუსელიდან იუწყება.

ტრამპი განცხადებას მის მიერ დაყენებული იმ მოთხოვნების შესახებ გააკეთებს, რომელიც თავდაცვის ხარჯების გაზრდას ეხება.

ნატო-ს შტაბბინაში პრესა ბრიფინგების ოთახში უკვე გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნატო-ს სამიტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაყენებული მოთხოვნის გამო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.