იან კელი - ანტიტერორისტული ოპერაცია საერთაშორისო საკითხია, რომელიც ყველას ეხება
იან კელი - ანტიტერორისტული ოპერაცია საერთაშორისო საკითხია, რომელიც ყველას ეხება

საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელი 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე კომენტარს აკეთებს.

იან კელის თქმით, ამერიკული მხარე მოხარულია, რომ გამოძიების ტექნიკურ ნაწილში საქართველოს მთავრობას ეხმარება.

“გამოძიების ფედერალურ ბიუროს შესაძლებლობა ჰქონდა, საქართველოს მთავრობისთვის დახმარება გაეწია. ვფიქრობ, ჩვენ ახლა დაკვირვების ეტაპზე ვართ. ვცდილობთ, უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებას იმის შესახებ, თუ რა განზრახვა ჰქონდა ამ დაჯგუფებას. მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობასაც ბევრი შეკითხვა აქვს. ეს საერთაშორისო საკითხია , რომელიც ყველას ეხება. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია დახმარების გაწევა შესაძლებლობის ფარგლებში. ამ ეტაპისთვის ორი პირის იდენტიფიცირება ვერ მოვახერხეთ მაიდენტიფიცირებლების არარსებობის გამო”, – განაცხადა იან კელიმ.