იან კელი – საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 12 წლისთავზე ვიხსენებთ, რომ პუტინის რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას აგრძელებს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი აგვისტოს ომის 12 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 12 წლისთავზე ჩვენ ვიხსენებთ, რომ პუტინის რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას აგრძელებს და ოკუპირებული აქვს მისი ტერიტორიების 20 პროცენტი“, – წერს კელი.
On the 12th anniversary of Russia’s invasion of Georgia, we remember that Putin’s Russia continues to violate Georgia’s sovereignty and illegally occupy 20% of its territory. #Aug2008War pic.twitter.com/B4CBLdUtql
— Ian Kelly (@ikelly731) August 7, 2020