იან კელი - არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა და „ქართული ოცნება“ რუსეთის მოკავშირეები არიან, ისინი არიან საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ერთგული
იან კელი - არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა და „ქართული ოცნება“ რუსეთის მოკავშირეები არიან, ისინი არიან საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ერთგული

არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა და „ქართული ოცნება“ რუსეთის მოკავშირეები არიან, ისინი არიან საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ერთგული, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ „ტვ პირველის“ ეთერში.

იან კელიმ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, „შეიძლება თუ არა „ქართულ ოცნებას“ დაერქვას, რომ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად არის რუსეთის მოკავშირე“:

„არა, ამას ვერ ვიტყვი. განცხადების გაკეთებისას სამი წლის გამოცდილებას ვეყრდნობი, ელჩის რანგში ვმუშაობდი მმართველ პარტიასთან. ისინი ერთგული არიან საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების. არსებობს განსხვავება ამ და წინა მთავრობას შორის. „ქართული ოცნების“ მთავრობა უფრო გახსნილია დიალოგისთვის, რათა დიპლომატიური არხები იყოს გახსნილი, მაგრამ მე „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას ვერ ვუწოდებდი რუსეთის მოკავშირეს. არ ვფიქრობ, რომ ამის რაიმე მამტკიცებელი არსებობდეს“, – განაცხადა იან კელიმ.

იან კელის თქმით, „უფრო გახსნილია ვაჭრობისთვის, ტურიზმისთვის, დიალოგისთვის. ერთ-ერთი შედეგი ამისა არის უფრო მეტად გახსნა რუსული გავლენისადმი. ჩვენ ვიხილეთ ეს. რაც შეეხება მხარდაჭერას ულტრამემარჯვენე არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი, ზოგიერთი ანტი-ნატო ვებსაიტისა და მედია პლატფორმებისადმი. ეს არის უფრო მეტად გვერდითი ეფექტი და არა პირდაპირი მოვლენა, რომ საქართველო გაიხსნა რუსული ტურიზმისთვის, დიალოგისთვის და ვაჭრობისთვის“, – განაცხადა იან კელიმ „ტვ პირველზე“.