იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა“ გერმანულ ენაზე გამოიცა
იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა“ გერმანულ ენაზე გამოიცა

იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა“ გერმანულ ენაზე გამოიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, წიგნი შვეიცარულმა გამომცემლობა Daltas Verlag-მა გამოსცა, გერმანული ტექსტის თარგმანზე კი ჰელმუტ კუნკელმა იმუშავა.

წიგნში მოთხრობილია პატარა ქეთოს ისტორია, რომლიც მშობლებისგან შორს გაიზარდა. მრავალი წლის შემდეგ, შინ დაბრუნებული გოგონა დედ-მამას ვეღარ სცნობს. მშობლები მას სწორედ დედის მიერ ნამღერმა „იავნანამ“ გაახსენა.