ჰონგ-კონგში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია იმართება. ათობით ათასი ადამიანი „ვიქტორია პარკში“ შეიკრიბა, სადაც პოლიციამ მომიტინგეებს აქციის ჩატარების უფლება მისცა.
აქციის ორგანიზატორების თქმით, პროტესტი მშვიდობიანი იქნება.
მიტინგები ჰონგ-კონგში უკვე 10 კვირაა, გრძელდება. თავდაპირველად, მომიტინგეები ექსტრადიციის შესახებ კანონს აკრიტიკებდნენ. მას შემდეგ, რაც მთავრობამ კანონში ცვლილების შეტანა გადადო, აქციები ჰონგ-კონგის ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით გაგრძელდა.