ჰონგ-კონგში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ მორიგი დემონსტრაცია გაიმართა
ჰონგ-კონგში ექსტრადირების შესახებ ახალი კანონპროექტის წინააღმდეგ მორიგი დემონსტრაცია გაიმართა. ქალაქის ფინანსურ ნაწილში შეკრებილმა ათასობით აქტივისტმა პოლიციის განყოფილებები და საავტომობილო გზები დაბლოკეს. მშვიდობიანი მანიფესტაცია თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
როგორც სამართალდამცავი ორგანოები იუწყებიან, უკანასკნელ დემონსტრაციაზე ცალკეულ ადგილებში გარკვეული კანონდარღვევები დაფიქსირდა. მსგავს ქმედებებზე კი, პოლიციას შემდეგ აქციაზე სათანადო რეაგირება ექნება.
დემონსტრანტები უკვე რამდენიმე კვირაა გამოდიან ექსტრადირების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც ჩინეთის ხელისუფლების მიერ ძებნილი ეჭვმიტანილების გადაცემას ითვალისწინებს. შესაბამისი კანონპროექტის განხილვას ჰონგ-კონგის საკანონმდებლო საბჭოში 12 ივნისს დაიწყეს.