ჰონგ-კონგის ლიდერი კერი ლამი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნიღბით გამოჩნდა.
დაახლოებით ერთი თვის წინ ჰონგ-კონგის მთავრობამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიღბების ტარება აკრძალა. ამის მიზეზი მასობრივი საპროტესტო აქციები იყო, რომლის დროსაც დემონსტრანტები ნიღბებით იყვნენ აღჭურვილი.
ამასთან, ჰონგ-კონგში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 25 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰონგ-კონგის ლიდერმა ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, შესაბამისი ზომების მიღების განკარგულება გასცა. შედეგად, სკოლები 17 თებერვლამდე დაიხურება.