აშშ-ის რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა სურს, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს აუცილებელია პრობლემების გადასაჭრელად ისეთ სფეროებში, რომელიც ორივე მხარის შეშფოთებას იწვევს. მაგალითად კი სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს, კორეის ნახევარკუნძული მოჰყავს.
ჰიზერ ნაუერტი აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის ამჟამად არსებული ურთიერთობა რთული და ჩახლართულია. თუმცა, უწყების წარმომადგენელის განმარტებით, სამხედროებს შორის სირიის საკითხზე ფუნქციონირებს კავშირის არხი, კონფლიქტური სიტუაციების თავიდან ასარიდებლად.