„ნიუ იორკ თაიმსი“ - ჰიზერ ნაუერტმა გაეროში აშშ-ის წარმომადგენლის თანამდებობაზე უარი ძიძის გამო თქვა
„ნიუ იორკ თაიმსი“ - ჰიზერ ნაუერტმა გაეროში აშშ-ის წარმომადგენლის თანამდებობაზე უარი ძიძის გამო თქვა

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ჰიზერ ნაუერტმა, გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობის დაკავებაზე უარი განაცხადა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ყოფილი ტელეწამყვანი ამ თანამდებობაზე უარს საკუთარი სურვილით ამბობს.

„ბოლო ორი თვე ჩემი ოჯახისთვის ძალიან დამღლელი იყო. ჩემი ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით, უკეთესი იქნებ, თუ კანდიდატურას მოვხსნი,“ – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, ნაუერტის გადაწყვეტილება უკავშირდება სკანდალს, რომელშიც ის რამდენიმე თვის წინ გაეხვა. კერძოდ, როგორც აღმოჩნდა, ნაუერტის ბავშვის ძიძა აშშ-ი არალეგალურად იმყოფებოდა და სამუშაო ვიზა არ ჰქონდა.

განაგრძობს თუ არა ყოფილი ტელეწამყვანი ჰიზერ ნაუერტი მუშაობს სახელმწიფო დეპარტამენტში, ჯერ უცნობია.

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ოქტომბერში ნიკი ჰეილიმ გადადგომის შესახებ განაცხადა.