ჰიზერ ნაუერტი გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე უარს აცხადებს

05:43, 17.02.2019

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ჰიზერ ნაუერტი გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე უარს აცხადებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჰიზერ ნაუერტის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც გადაწყვეტილების მიზეზად ის ოჯახურ პირობებს ასახელებს. ნაუერტი აღნიშნავს, რომ მისი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, უმჯობესი იქნება, თუკი ის კანდიდატურას მოხსნის.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე თვის წინ დაადასტურა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ჰიზერ ნაუერტის კანდიდატურას განიხილავდა. თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც, ორწლიანი მუშაობის შემდეგ, ნიკი ჰეილიმ პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა.

მსგავსი