„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობას ჰიზერ ნაუერტი დაიკავებს
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობას ჰიზერ ნაუერტი დაიკავებს

გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელს, ჰიზერ ნაუერტს დანიშნავს, – ამის შესახებ ინფორმაციას სამ წყაროზე დაყრდნობით, „ბლუმბერგი“ აქვეყნებს.

პრეზიდენტი რომ ჰიზერ ნაუერტის კანდიდატურას ამ თანამდებობაზე განიხილავდა, ამის შესახებ უფრო ადრე გამოცემა „პოლიტიკო“​ წერდა.

ელჩის პოსტი ვაკანტური 2019 წლის იანვრიდან გახდება, მას შემდეგ, რაც ნიკი ჰეილი ამ თანამდებობას ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, საკუთარი სურვილით დატოვებს.