„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობას ჰიზერ ნაუერტი დაიკავებს
გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელს, ჰიზერ ნაუერტს დანიშნავს, – ამის შესახებ ინფორმაციას სამ წყაროზე დაყრდნობით, „ბლუმბერგი“ აქვეყნებს.
პრეზიდენტი რომ ჰიზერ ნაუერტის კანდიდატურას ამ თანამდებობაზე განიხილავდა, ამის შესახებ უფრო ადრე გამოცემა „პოლიტიკო“ წერდა.
ელჩის პოსტი ვაკანტური 2019 წლის იანვრიდან გახდება, მას შემდეგ, რაც ნიკი ჰეილი ამ თანამდებობას ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, საკუთარი სურვილით დატოვებს.