დონალდ ტრამპი გაერო-ში მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე ჰიზერ ნაუერტის კანდიდატურას განიხილავს
დონალდ ტრამპი გაერო-ში მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე ჰიზერ ნაუერტის კანდიდატურას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი გაერო-ში მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ჰიზერ ნაუერტის კანდიდატურას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico დონალდ ტრამპის გარემოცვის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრ სახლში ფიქრობენ, რომ ნაუერტი ტრამპის საგარეო პოლიტიკის დაცვას შეძლებს.

გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ასევე განიხილება კანადაში, საფრანგეთსა და გერმანიაში აშშ-ის ელჩების კანდიდატურებიც.

ჰიზერ ნაუერტს საგარეო პოლიტიკაში სახელმწიფო დეპარტამენტში მისვლამდე გამოცდილება არ ჰქონია. მანამდე ნაუერტი ტელეკომპანია Fox News-ში მუშაობდა.