მედიის ცნობით, გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობა დონალდ ტრამპმა ჰიზერ ნაუერტს შესთავაზა
მედიის ცნობით, გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობა დონალდ ტრამპმა ჰიზერ ნაუერტს შესთავაზა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ჰიზერ ნაუერტს შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ABC NEWS ავრცელებს. დათანხმდა თუ არა პრეზიდენტის შეთავაზებას ჰიზერ ნაუერტი, უცნობია.

ჰიზერ ნაუერტი სახელმწიფო დეპარტამენტში 2017 წლის აპრილიდან მუშაობს, მანამდე ის ტელეკომპანია Fox News-ის წამყვანი იყო. ჰიზერ ნაუერტი აშშ-ის პრეზიდენტს თეთრ სახლში ორშაბათს ეწვია. სავარაუდოდ, სწორედ მაშინ შესთავაზა დონალდ ტრამპმა მას ელჩის თანამდებობა.

გაერო-ში აშშ-ის ელჩის ადგილი ვაკანტური 2019 წლიდან გახდება. წლის ბოლოს თანამდებობას მოქმედი ელჩი ნიკი ჰეილი დატოვებს.