ჰიგსის ბოზონის წყალობით, შესაძლოა, სამყარო მყისიერად დაასრულოს მეორე დიდმა აფეთქებამ
ჰიგსის ბოზონის წყალობით, შესაძლოა, სამყარო მყისიერად დაასრულოს მეორე დიდმა აფეთქებამ

სამყარო შესაძლოა, ზუსტად იმავე გზით დასრულდეს, როგორც შეიქმნა — დიდი, უეცარი აფეთქებით.

ჰიგსის ბოზონი არის ციცქნა კვანტური ნაწილაკი, რომელიც სხვა ნაწილაკებს მასას ანიჭებს. ახალი კვლევის ფარგლებში, ჰარვარდის უნივერსიტეტის ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ ჰიგსის ბოზონის დესტაბილიზაციამ შეიძლება გამოიწვიოს ენერგიის აფეთქება, რომელიც შთანთქავს ყველაფერს სამყაროში და ბოლოს მოუღებს ფიზიკისა და ქიმიის კანონებს.

კვლევის ფარგლებში, მკვლევრებმა სამყაროს აღსასრულის სავარაუდო ეპოქაც გამოთვალეს.


ამაზე ფიქრი და წუხილი ჯერ ნამდვილად ადრეა.

მეცნიერთა გათვლით, აღსასრული დადგება 10139 წელიწადში, ანუ 10 მილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონი წლის შემდეგ.

მეცნიერები ამ გათვლებში 95 პროცენტით დარწმუნებული არიან. დარწმუნებულობის სტატისტიკური გაზომვის საფუძველზე დაადგინეს, რომ სამყარო სულ მცირე 1058 წელიწადს კიდევ იარსებებს.

ჰიგსის ბოზონი მეცნიერებმა 2012 წელს, დიდი ადრონოლი კოლაიდერის საშუალებით აღმოაჩინეს. აქვს სპეციფიკური მასა.

ტრილიონობით წლის განმავლობაში ნელა წვის სანაცვლოდ, არასტაბილურმა ჰიგსის ბოზონმა შესაძლოა, წარმოშვას მომენტალური აფეთქება, სამყაროს წარმომქმნელი დიდი აფეთქების მსგავსი.


მკვლევართა თქმით, კოლაფსი შეიძლება გამოიწვიოს დრო-სივრცის გამრუდებამ სადღაც, სამყაროს სიღრმეში მდებარე შავი ხვრელის გარშემო.

როცა სუპერმკვრივი ობიექტის, მაგალითად, შავი ხვრელის გარშემო დრო-სივრცე იღუნება, ფიზიკის კანონები თავდაყირა დგება და ხდება ნაწილაკთა ურთიერთქმედება ყველა სახის უცნაური გზებით.

მეცნიერთა განცხადებით, კოლაფსი შესაძლოა, უკვე დაწყებულია, მაგრამ ამის შესახებ არაფერი ვიცით, რადგან ჰიგსის ბოზონის ნაწილაკი სამყაროს ჩვენ მიერ ხილულ მისადგომებს გაღმაა მოქცეული.

„როგორც ჩანს, ჩვენ მოქცეული ვართ სტაბილურ და არასტაბილურ სამყაროებს შორის, მიჯნაზე, სადაც სამყარომ შეიძლება კიდევ ძალიან დიდხანს იარსებოს, მაგრამ თანდათანობით, ის მაინც მივა აფეთქებასთან“, — აღნიშნავს ფერმის ეროვნული აქსელერატორის ფიზიკოსი ჯოზეფ ლიკენი.

კვლევა ჟურნალ Physical Review D-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია New York Post-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი