ფიზიკოსი ამტკიცებს, რომ სამყარო 27 მილიარდი წლისაა და მას ბნელი მატერია არ აქვს — #1tvმეცნიერება
ფიზიკოსი ამტკიცებს, რომ სამყარო 27 მილიარდი წლისაა და მას ბნელი მატერია არ აქვს — #1tvმეცნიერება

სამყაროს გალაქტიკათა რუკებში „გაქვავებული“ ხმის ტალღები, რომლებიც დიდი აფეთქების ნიშნებს წარმოადგენს, შეიძლება ისე განიმარტოს, რომ ეს მოვლენა იმაზე 13 მილიარდი წლით ადრე მოხდა, ვიდრე ამჟამინდელი მოდელები მიუთითებს.

შარშან, კანადის ოტავის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა რაჯენდრა გუპტამ საკმაოდ ექსტრაორდინარული მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სამყაროს ამჟამად აღიარებული ასაკი სინამდვილეში სინათლის ხრიკია, რომელიც მის ნამდვილ მდგომარეობას ნიღბავს, მაგრამ ამავე დროს, გვათავისუფლებს რაღაც ფარული ძალების ახსნის საჭიროებისგან.

გუპტას უახლესი ანალიზების მიხედვით, მის მოსაზრებას მხარს უჭერს დროის ყველაზე ადრეული მომენტები, რაც ფართომასშტაბიან სტრუქტურებშია შენახული.

„კვლევის შედეგები ადასტურებს ჩვენს წინა სამუშაოს იმის შესახებ, რომ სამყაროს ასაკი 26,7 მილიარდი წელია, რაც იმის აღმოჩენის საშუალებასაც გვაძლევს, რომ სამყაროს სულაც არ სჭირდება ბნელი მატერიის არსებობა. სტანდარტულ კოსმოლოგიაში მიჩნეულია, რომ სამყაროს აჩქარებული გაფართოება ბნელი ენერგიითაა გამოწვეული, მაგრამ სინამდვილეში ამის მიზეზი გაფართოებასთან ერთად შესუსტებული ბუნების ძალებია და არა ბნელი ენერგია“, — ამბობს გუპტა.

თუ აჩქარებული გაფართოების ამჟამად მიღებული მოდელებს დროში უკან გადავახვევთ, და სივრცის სიცარიელე შეჩერდა ძალიან ცარიელი დაახლოებით 13,7 მილიარდი წლის წინ და მიიღებთ ძლიერ ცარიელ სივრცეს, სამყაროს მთელი მატერია ჯიბეში მოთავსდება და ადგილიც კი დარჩება.

ეს ყველაფერი საკმაოდ დამაჯერებელი იყო იქამდე, ვიდრე არ აღმოაჩინეს ახალგაზრდა გალაქტიკები, რომლებიც მიუთითებენ, რომ სამყარო უკვე საკმაოდ მოწიფული იყო მასიურ კოსმოსურ ობიექტთათვის მაშინ, როცა დიდი აფეთქებიდან ჯერ მილიარდი წელიც არ იყო გასული.

ეს ასტრონომებს დილემის წინაშე ტოვებს — ან გალაქტიკათა და შავ ხვრელთა ევოლუციის შესახებ არსებულ მოდელებს სჭირდება დაზუსტება, ან სინამდვილეში, სამყარო იმაზე ხანდაზმულია, ვიდრე ვფიქრობთ.

ამჟამინდელი კოსმოლოგიური მოდელების საფუძველზე არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ გარკვეული ძალები, რომლებიც ნაწილაკთა ურთიერთქმედებებს წარმართავენ, დროში უცვლელია. გუპტა ეჭვქვეშ აყენებს ამ „დაწყვილების მუდმივას“ კონკრეტულ მაგალითს და სვამს კითხვას, თუ როგორ შეიძლება იქონიოს გავლენა სივრცის გაფართოებაზე ძლიერ ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ზედმეტად რთულია, რომ რომელიმე ახალი ჰიპოთეზა სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან გულდასმით შესწავლას გადაურჩეს. თუმცა, გუპტას მოსაზრება მთლად ახალიც არ არის — უხეშად ეფუძნება იდეას, რომელიც თითქმის საუკუნის წინ გაჩნდა.

1920-იანი წლების ბოლოს, შვეიცარიელ ფიზიკოს ფრიც ზვიკის აინტერესებდა, იყო თუ არა შორეულ ობიექტთა წითელში წანაცვლებული სინათლის მიზეზი ენერგიის დაკარგვა, დაახლოებით ისე, როგორც გრძელ მარათონზე მორბენალი იცლება ბოლოს ენერგიისგან.

ეს „დაღლილი სინათლის“ ჰიპოთეზა კონკურენციაში იყო ამჟამად მიღებულ თეორიასთან, რომლის მიხედვითაც, სინათლის სიხშირის წითელში წანაცვლების მიზეზია სივრცის კულუმაციური გაფართოება, რაც სინათლის ტალღებს ზამბარის გაჭიმვასავით ექაჩება.

დაღლილი სინათლის ჰიპოთეზის გუპტას ვერსიის შედეგები (რასაც მოიხსენიებენ, როგორც ცვალებადი დაწყვილების მუდმივებს პლუს დაღლილი სინათლე, შემოკლებით CCC+TL) გავლენას უნდა ახდენდეს სამყაროს გაფართოებაზე, განზე სწევს ბნელი ენერგიის იდუმალ, გამწევ ძალებს და სივრცის ზრდის აჩქარების მიზეზად მიიჩნევს ცვალებად ურთიერთქმედებებს უკვე ცნობილ ნაწილაკთა შორის.

არსებული მოდელების CCC+TL-ით ჩასანაცვლებლად, გუპტას მოუწევს კოსმოლოგების დარწმუნება, რომ მისი მოდელი უკეთესია იმის ასახსნელად, რასაც ვხედავთ. მისი ბოლო კვლევა ამის გაკეთებას ცდილობს — CCC+TL-ის გამოყენებით ხსნის ახლად დაბადებულ სამყაროში ხმის ტალღებით გამოწვეულ რხევებს ხილული მატერიის გავრცელებაში, ასევე უძველესი განთიადის ნათებას, რომელსაც კოსმოსურ მიკროტალღურ ფონს უწოდებენ.

მიუხედავად იმისა, რომ მისი ანალიზების დასკვნით, ჰიბრიდული დაღლილის თეორიას კარგად შეუძლია ახსნას სამყაროს ნარჩენი სინათლის ექოებისა და ბგერების გარკვეული მახასიათებლები, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ ბნელი მატერიის არსებობას საერთოდ გამოვრიცხავთ.

რა თქმა უნდა, თუ ბნელი მატერიისა და ენერგიის წარმოშობის ახსნა საჭირო აღარ იქნება, ფიზიკოსებს ზოგიერთი საკითხი გაცილებით გაუმარტივდებათ. შეძლებს თუ არა CCC+TL კოსმოლოგიის გარდაქმნას, იმაზეა დამოკიდებული, გადაჭრის თუ არა იმაზე მეტ პრობლემას, ვიდრე ქმნის.

ამ დროისათვის, სამყარო 13,7 მილიარდი წლით ახალგაზრდა რჩება, ვიდრე საწინააღმდეგო დამტკიცდება.

კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.