GWP - ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე წყალმომარაგება 01:00 საათიდან აღდგება
ავჭალაში, ლიბანის ქუჩის დატბორვასთან დაკავშირებით კომპანია GWP განმარტებას აკეთებს.
როგორც კომპანიაში პირველ არხს განუცხადეს, დატბორვის მიზეზი მაგისტრალური მილსადენის დაზიანებაა.
„ავჭალის დასახლებაში, ლიბანის პირველ ჩიხში, #16-ის მიმდებარე ტერიტორიაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური მილი დაზიანდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული. მილის დაზიანებული მონაკვეთიდან წყლის დინების შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. დაზიანების აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც წყალმომარაგება შეზღუდული აქვს თემქის მე-3 და მე-4 მიკრორაიონის ნაწილს, სარაჯიშვილის, ანდრონიკაშვილისა და ჩარგლის მიმდებარე ქუჩებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, წყალმომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე, ღამის 01:00 საათიდან აღდგება.
ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე მოსახლეობას წყლის მიწოდება რამდენიმე საათის წინ შეუწყდა.