ავჭალაში ლიბანის ქუჩა დაიტბორა [ფოტო, ვიდეო]

ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე წყალსადენის მილის დაზიანების გამო, მოსახლეობას წყლის მიწოდება შეუწყდა.

როგორც მოსახლეობა აცხადებს, კომპანია GWP-ს წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ წყლის მიწოდება სავარაუდოდ, საღამოს 20:00 საათზე აღდგება.

ლიბანის ქუჩის გარკვეული მონაკვეთი დატბორილია.

დატოვე კომენტარი