ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე წყალსადენის მილის დაზიანების გამო, მოსახლეობას წყლის მიწოდება შეუწყდა.
როგორც მოსახლეობა აცხადებს, კომპანია GWP-ს წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ წყლის მიწოდება სავარაუდოდ, საღამოს 20:00 საათზე აღდგება.
ლიბანის ქუჩის გარკვეული მონაკვეთი დატბორილია.