GWP - ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე წყალმომარაგება 01:00 საათიდან აღდგება
GWP - ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე წყალმომარაგება 01:00 საათიდან აღდგება

ავჭალაში, ლიბანის ქუჩის დატბორვასთან დაკავშირებით კომპანია GWP განმარტებას აკეთებს.

როგორც კომპანიაში პირველ არხს განუცხადეს, დატბორვის მიზეზი მაგისტრალური მილსადენის დაზიანებაა.

„ავჭალის დასახლებაში, ლიბანის პირველ ჩიხში, #16-ის მიმდებარე ტერიტორიაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური მილი დაზიანდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული.  მილის დაზიანებული მონაკვეთიდან წყლის დინების შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. დაზიანების აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც წყალმომარაგება შეზღუდული აქვს თემქის მე-3 და მე-4 მიკრორაიონის ნაწილს, სარაჯიშვილის, ანდრონიკაშვილისა და ჩარგლის მიმდებარე ქუჩებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, წყალმომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე, ღამის 01:00 საათიდან აღდგება.

ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე მოსახლეობას წყლის მიწოდება რამდენიმე საათის წინ შეუწყდა.