ავჭალაში ხანძარია
ავჭალაში ხანძარია

ავჭალაში ხანძარია. ცეცხლი ბალახს და ბუჩქებს უკიდია.

როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

ამ დროისთვის ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს.