გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - დღეის მდგომარეობით, დახმარება გაეწია 1 400-ზე მეტ ოჯახს და აღნიშნული პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება
ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში გრძელდება სტიქიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება. აღნიშნულ აქციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი შეუერთდა.
„გრძელდება ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება გურიის რეგიონში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი შემოუერთდა.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ რეგიონს და მუნიციპალიტეტს, რომლებიც ამ რთულ პერიოდში მხარში უდგანან გურიას და გამოხატავენ სოლიდარობას ჩვენი მოქალაქეების მიმართ.
დღეის მდგომარეობით, დახმარება გაეწია 1 400-ზე მეტ ოჯახს და აღნიშნული პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება“, – აღნიშნა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ.