გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, სოფელ ხორეთში ახალი ხიდი აშენდება
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, სოფელ ხორეთში ახალი ხიდი აშენდება

სოფელ ხორეთში ახალი ხიდი აშენდება, – ამის შესახებ განცხადება გააკეთა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ.

მისი თქმით, ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელ გზის მონაკვეთზე დროებითი ხიდი მოეწყობა.

„სოფელ ხორეთში ხიდი აუცილებლად აშენდება, თუმცა ამას ბუნებრივია სჭირდება დრო. წყლის დონემ დაიწია და ახლა მიმდინარეობს პროცესი ალტერნატიული დროებითი სამანქანე და საფეხმავლო გზის მოსაწყობად. მასალები შეძენილია. ჩვენი რეგიონის თითოეულ მოსახლეს მინდა, ვუთხრა, რომ არც ერთი მათგანი არ დარჩება სახელმწიფოს მხრიდან ყურადღების გარეშე. რაც შეეხება ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელ გზის მონაკვეთს, უკვე დაწყებულია დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები და უახლოეს დღეებში გადაადგილება იქნება შესაძლებელი უსაფრთხოდ და თავისუფლად. მანამდე კი შეგვიძლია ვისარგებლოთ შემოვლითი გზით“, – განაცხადა გიორგი ურუშაძემ.