გურიაში სახელმწიფო რწმუნებული აცხადებს, რომ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება
გურიაში სახელმწიფო რწმუნებული აცხადებს, რომ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. პარალელურად, მიმდინარეობს დაზარალებული მოქალაქეების საკვები პროდუქტებითა და პირველადი ნივთებით დახმარება.

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ურუშაძის განცხადებით, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებმა სარეზერვო ფონდებიდან მოახდინეს თანხების მობილიზება, რითაც შეიძინეს საკვები დაზარალებული მოქალაქეებისთვის.

„სოფელ მერიაში მოვინახულეთ სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა, ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერასა და დახმარებას. ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებმა სარეზერვო ფონდებიდან მოახდინეს თანხების მობილიზება, რითაც შეძენილ იქნა საკვები პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები, ასევე, პარტია „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელების მხრიდან მობილიზებულია ჰუმანიტარული ტვირთი. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს და მუნიციპალიტეტს, რომლებიც ამ მართლაც რთულ პერიოდში დგანან ჩვენ გვერდით და იჩენენ სოლიდარობას ჩვენი მოქალაქეების მიმართ“, – განაცხადა გიორგი ურუშაძემ.