გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოებს სოფელ შრომასა და კონჭკათში გაეცნენ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ხელისუფლების ინფორმაციით, ამ დროისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შიდა საუბნო გზები გაიწმინდა. სოფელ კონჭკათსა და შრომაში კი დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა ხდება.

„სტიქიის შედეგად დაზარალებულ ყველა სოფელში მოქალაქეებისთვის საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და პირველადი მოხმარების ნივთების დარიგება გრძელდება. აქტიურად მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელი გზის დაზიანებული მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაზიანებისთანავე მყისიერად მოხდა რეაგირება. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. უკვე დასრულების ეტაპზეა დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები, კონსტრუქცია უკვე მოწყობილია და ხვალ, დღის ბოლომდე მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, დროებითი ხიდით ისარგებლონ. რაც შეეხება დაზიანებული მონაკვეთის სამუშაოებს, უკვე მიმდინარეობს პროექტირება, რათა რაც შეიძლება მალე აღდგეს დაზიანებული ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა გიორგი ურუშაძემ.