გურამ იმნაძე - როცა სახეზეა მუქარა, რასაც კონკრეტული ფორმა და შინაარსი აქვს, ამას სტანდარტების დადგენა არ სჭირდება, ეს დანაშაულია
გურამ იმნაძე - როცა სახეზეა მუქარა, რასაც კონკრეტული ფორმა და შინაარსი აქვს, ამას სტანდარტების დადგენა არ სჭირდება, ეს დანაშაულია

ის, რაზეც გიორგი ზურაბიშვილმა ისაუბრა, პირდაპირ გამოძიების დაწყების საფუძველია, რადგან აქ დანაშაულის ნიშნები იკვეთება, – ამის შესახებ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტმა და პროექტის კოორდინატორმა, გურამ იმნაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მითუმეტეს, მას გაუჩნდა განცდა, რომ მუქარა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა განახორციელეს“, – განაცხადა იმნაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უნდა არსებობდეს თუ არა გარკვეული სტანდარტი და უნდა იყოს თუ არა დასჯადი სიძულვილის ენა, მუქარა და ერთმანეთის შეურაცხყოფა თუნდაც, სოციალურ ქსელში, გურამ იმნაძემ აღნიშნა, რომ ამ თემაში შესვლა სახიფათოა, რადგან ამით შესაძლოა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან მივიდეთ. თუმცა, როცა სახეზეა მუქარა, რასაც კონკრეტული ფორმა და შინაარსი აქვს, ამას სტანდარტების დადგენა არ სჭირდება, რადგან ეს დანაშაულია.

როგორც პირველი არხის სპორტული რედაქციის ხელმძღვანელმა გიორგი ზურაბიშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა, ნარკოდანაშაულისთვის დაპატიმრებული მეგობრის მხარდამჭერი პოსტის გამო ყალბი ექაუნთებიდან ანონიმური წერილები მიიღო, სადაც ემუქრებოდნენ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს წერდნენ, რომ თუ საუბარს გააგრძელებდა, იმ ადამიანების გვერდით აღმოჩნდებოდა, ვისაც მხარს უჭერდა.