არჩილ თალაკვაძე - ნარკოპოლიტიკის მოდელს თანმიმდევრულად შევცვლით ისე, რომ ახალი თაობა დაცული იყოს
არჩილ თალაკვაძე - ნარკოპოლიტიკის მოდელს თანმიმდევრულად შევცვლით ისე, რომ ახალი თაობა დაცული იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „კანაფის კონტროლის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პარლამენტი აუცილებლად იმსჯელებს და მიიღებს ღირსეულ, სამართლიან გადაწყვეტილებას რაც შეიძლება ფართო კონსენსუსით.

როგორც თალაკვაძე ამბობს, აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების აზრი და პოზიციები გათვალისწინებული იქნება.

„რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს და კანაფის წარმოებას, ამაზე ჩვენი პოზიცია იყო იგივე, რაც არის დღეს, რომ პარლამენტი, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული, მაქსიმალურად უზრუნველყოფს, რომ საზოგადოების ყველა ნაწილის, ყველა დაინტერესებული მხარის არგუმენტები იყოს შეჯერებული.

მხოლოდ ასე იქნება გადაწყვეტილებები მიღებული ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ნარკოპოლიტიკას ეხება. დღეს სიტყვა არის პარლამენტზე და პარლამენტი აუცილებლად იმსჯელებს და მიიღებს ღირსეულ და სამართლიან გადაწყვეტილებას რაც შეიძლება ფართო კონსენსუსით

კანაფის წარმოების საკითხზე მაქსიმალურად გამოვიყენებთ დროს იმისთვის, რომ პოზიციები და საზოგადოების აზრი გათვალისწინებული და შეჯერებული იყოს“,- აღნიშნა თალაკვაძემ.

​მისივე თქმით, ნარკოპოლიტიკის სფეროში სასწრაფო გადაწყვეტილებები დღეს საჭირო არ არის.

„ის სასწრაფო ნაბიჯები, რომელიც წინა წლებში გადადგმული იყო, ვიდრე ჩვენ ხელისუფლებაში მოვიდოდით ფაქტია, რომ გონივრული არ აღმოჩნდა. მან საკმაოდ ცუდი შედეგები მოგვცა, რადგან ის ევროპულ გამოცდილებას არ ითვალისწინებდა. ჩვენ ამ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის მოდელს თანმიმდევრულად შევცვლით ისე, რომ ახალი თაობა დაცული იყოს. ვისაც დახმარება სჭირდება, დავეხმაროთ და ორგანიზებულ დანაშაულს ვებრძოლოთ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

დატოვე კომენტარი