ერისთავის თეატრი 176-ე სეზონს ხსნის და პრემიერას უფლისციხის ანტიკურ ციხე-ქალაქში წარადგენს.
გორის თეატრის საპრემიერო სპექტაკლი 3 და 4 ოქტომბერს უფლისციხის ანტიკურ ციხე-ქალაქში გაიმართება. ნაჩვენები იქნება ლაშა იმედაშვილის „იესოს საქმე“, მამუკა ტყემალაძის რეჟისურით.
სპექტაკლის პანდემიასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისად ჩატარებისთვის, პროექტი ხორციელდება ძეგლთა დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად.
მაყურებლის მგზავრობას გორიდან უფლისციხეში და კვლავ გორში დაბრუნებას ერისთავის თეატრი უზრუნველყოფს. პროექტის ფარგლებში მათ საშუალება ექნებათ, გიდთან ერთად უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალიც დაათვალიერონ.