გორის ციხიდან 17 წლის ახალგაზრდა გადმოვარდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მოზარდი გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, 17 წლის მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.