გორის ციხიდან არასრულწლოვანი გადმოვარდა
გორის ციხიდან არასრულწლოვანი გადმოვარდა

გორის ციხიდან 17 წლის ახალგაზრდა გადმოვარდა.

​სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მოზარდი გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, 17 წლის მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

დატოვე კომენტარი