ქალთა საფეხბურთო კლუბმა „გორი იუნაიტედმა“ 2022 წლის სეზონში ქალთა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. მთავარ ლიგაში დასარჩენი საგზურისთვის გორის „პარკი არენაზე“ გუნდი ხაშურის „ივერიას“ დაუპირისპირდა.
გორელებმა ქალთა ლიგის 2021 წლის გათამაშებაში ბოლოდან მეორე ადგილი დაიკავეს, ხოლო ხაშურელებმა პლეი ოფში თამაშის უფლება ლიგა 2-ის რეგულარულ ჩემპიონატში დაკავებული მეორე საფეხურით მოიპოვეს.
გორელები პირველ ტაიმში 2:0 დაწინაურდნენ ანა პოღოსიანის დუბლით. მან 68-ე წუთზე ჰეთ-თრიქი შეასრულა, ერთი გოლიც ლიზიკო გოგალაძის ანგარიშზეა, ხოლო „ივერიადან“ მატჩის მიწურულს ერთი გოლი ნინო ხარაზიშვილმა გაქვითა და „გორი იუნაიტედმა“ 4:1 გაიმარჯვა.
ქალთა ლიგა 2-ში, რეგულარულ ჩემპიონატში, ბომბარდირებში პირველ-მეორე ადგილზე ხაშურის „ივერიას“ წარმომადგენლები გავიდნენ – ნინო ბუხრიკიძემ 30 ბურთი გაიტანა, ხოლო 29 გოლით სეზონი ირმა ლომიძემ დაასრულა.
2022 წლის სეზონში ქალთა ლიგაში თამაშის უფლება პირველი ადგილით ქალთა ლიგა 2-ის გამარჯვებულმა სოხუმის „დინამომ“ მოიპოვა, რომელიც ლიგა 2-ში მთავარი ლიგიდან დაქვეითებულმა „ბათუმმა“ ჩაინაცვლა.