საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდში ასპარეზობა დაასრულა. ბოლო ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები სომხეთს დაუზავდა – 2:2, გოლები თაკო ბულიამ და მარიამ მამფორიამ გაიტანეს.

საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის მატჩებს კოსოვომ უმასპინძლა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ორი შეხვედრა წააგო – ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:5, ხოლო კოსოვოსთან 0:2.

საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ B ლიგიდან A ლიგაში, ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად, ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი დაწინაურდება. ჩვენი ჯგუფის გამარჯვებული შვიდი ქულით კოსოვოს ნაკრები გახდა, ხოლო საქართველოს ნაკრები ერთი ქულით ბოლო ადგილზე გავიდა.


სომხეთი WU17 – საქართველო WU17 2:2


გოლები: 0:1 თაკო ბულია (25), 0:2 მარიამ მამფორია (29), 1:2 ტატევ ხაჩატრიანი (40), 2:2 მარიანა ვარდანიანი (45+3).

საქართველო: ხაჭაპურიძე, ლონდარიძე, ჯოჯუა, კალოიანი, ცეცხლაძე, ცაავა, მამფორია, მიქაბერიძე (80. ჯანეზაშვილი), კაკულია, მეტონიძე, ბულია.