ქალთა ერთა ლიგა - საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს დაუზავდა #1TVSPORT
ქალთა ერთა ლიგა - საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს დაუზავდა #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა უეფა-ს ერთა ლიგის მეორე მატჩი ლუქსემბურგში გამართა და ქულა მოიპოვა – 1:1.

ირის ანტამანის გუნდი ლუქსემბურგის ეროვნულ ნაკრებს ემილ მაირიშის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდა და ანგარიში 27-ე წუთზე გახსნა. ნათია დანელიას გადაცემით მასპინძლების კარი ანა ჩემინავამ აიღო, მაგრამ 34-ე წუთზე ჯოანა ლორენსო მაგალაეშმა ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და რეალური საგოლე მომენტებიც შექმნეს. საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე კარგი შანსი ნინო ბუხრიკიძეს ჰქონდა, რომელიც კარის წინ აღმოჩნდა, მაგრამ მისი თავური დარტყმა მიზანს ოდნავ ასცდა.

ბოლო წუთზე გატანა მასპინძლების თავდამსხმელს, ემი ტომპსონს შეეძლო, რომელსაც საქართველოს ნაკრების მეკარემ, სვეტლანა გაბელაიამ ახლოდან გაშვებული ძალიან სახიფათო დარტყმა აუღო და გუნდი მარცხისგან გადაარჩინა.

საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა თბილისში თურქეთთან 0:3 წააგო. შემდეგ მატჩს კი გუნდი ერთა ლიგაზე 27 ოქტომბერს გასვლაზე ლიეტუვასთან გამართავს.

ლუქსემბურგი – საქართველო 1:1

გოლები: 0:1 ჩემინავა (27), 1:1 ლორენსო მაგალაეში (34)

საქართველო: გაბელაია, ტატუაშვილი, ქადაგიშვილი, კალანდაძე, გასვიანი, პასიკაშვილი, დანელია, ჩემინავა, ამბალია (56. ბუხრიკიძე), ბაქრაძე, ჭყონია (84. მწყერაშვილი)