ქალთა ფეხბურთი | საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ბულგარეთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს გამართავს #1TSPORT
ქალთა ფეხბურთი | საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ბულგარეთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს გამართავს #1TSPORT

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდის მატჩებს გამართავს.

19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა მოსამზადებელი შეკრება 17-დან 23 ოქტომბრის ჩათვლით რუსთავის სანაკრებო ცენტრში გაიარა. გუნდი შესარჩევ ჯგუფში ხორვატიის, ბულგარეთისა და ლატვიის ასაკობრივ ნაკრებებს დაუპირისპირდება.

19-წლამდე გოგონათა ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელი ლავრენტი დავითაშვილია, მატჩებს 25, 28 და 31 ოქტომბერს გამართავს. A ლიგაში, ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად, ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანიც დაწინაურდება.

19-წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: მარიამ ჭრიკიშვილი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), სალომე ხაჭაპურიძე (ნორჩი დინამო, თბილისი)

მცველები: თამუნა ლონდარიძე („ნორჩი დინამო“, თბილისი), ანა პავლიაშვილი („სამეგრელო“, ჩხოროწყუ), ლიზი გოგალაძე („კვარტალი“, თბილისი), ლიზი კანკია („კვარტალი“, თბილისი), ნათია ცეცხლაძე („ბათუმი“).

ნახევარმცველები: ელენე ენჯიბაძე, ნათია ჯოჯუა (ორივე – „სამეგრელო“, ჩხოროწყუ), მარიამ ოლქიაშვილი, ანა საგირაშვილი (ორივე – „ნორჩი დინამო“, თბილისი), მარიამ მამფორია, ნინი ბერიძე (ორივე – „კვრატალი“, თბილისი), ნატა კვირკვაია („კოლხეთი“, ხობი), ლიზი ცაავა, შორენა ჯანეზაშვილი („ელიტა“, თბილისი).

თავდამსხმელები: ელენე ჩიქოვანი („სამეგრელო“, ჩხოროწყუ), სესილი ყოლბაია („კოლხეთი“, ხობი)

მატჩების განრიგი

25 ოქტომბერი

ბულგარეთი – საქართველო

28 ოქტომბერი

ხორვატია – საქართველო

31 ოქტომბერი

საქართველო – ლატვია