19-წლამდე გოგონათა ნაკრები ბულგარეთთან დამარცხდა #1TVSPORT
19-წლამდე გოგონათა ნაკრები ბულგარეთთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის პირველი მატჩი გამართა.

B ლიგის მეხუთე ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში ლავრენტი დავითაშვილის გუნდი საკვალიფიკაციო ჯგუფის მასპინძელთან, ბულგარეთის ნაკრებთან 1:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები მე-12 წუთზე ლიზი კანკიას მიერ გატანილი გოლით დაწინაურდა და ტაიმი 1:0 მოიგო.

შესვენების შემდეგ, 50-ე წუთზე ალექსანდრა სერგეევამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 78-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი სილვია ნაიდენოვამ გაიტანა.

საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 28 ოქტომბერს ხორვატიის წინააღმდეგ გამართავს. 31 ოქტომბერს კი საქართველოს მეტოქე ლატვიის ასაკობრივი ნაკრები იქნება.

A ლიგაში ჯგუფების გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი დაწინაურდებიან.