გომბორზე ავტოავარიისას დაშავებულების მშობლები და ახლობლები პაციენტების თელავის საავადმყოფოდან თბილისში გადაყვანას ითხოვენ.
როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, სავარაუდოდ, შედარებით მძიმე დაზიანებების მქონე პაციენტებს თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანენ. მათი უმრავლესობის თბილისის კლინიკებში დღის ბოლომდე გადაყვანა იგეგმება.
თელავის რეფერალური საავადმყოფოს ტერიტორიაზე რეანომობილებია მობილიზებული. თბილისში უკვე გადაიყვანეს ორი დაშავებული – ერთი ქალი და ერთი არასრულწლოვანი. სავარაუდოდ, თბილისში გადასაყვანად ამზადებენ მესამე დაშავებულსაც, რომელსაც იაშვილის კლინიკაში მოათავსებენ.
თელავის საავადმყოფოში 21 პაციენტი რჩება.
გომბორზე ავარიის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა. გამოძიების პირველადი ვერსიით, გომბორის უღელტეხილზე მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.